ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან-მონიტორინგის პირველი ეტაპი იწყება

20 მარტი 2019, 00:00 1123 ნახვა

 აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დასავლეთ საქართველოში გასვლით შეხვედრებს იწყებენ.

იტოსანიტარები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ და მავნებლის სავარაუდო რაოდენობას განსაზღვრავენ, აპრილიდან კი  სპეციალური ფერომონების დამონტაჟება დაიწყება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ზუსტი თარიღი და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი უკვე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

ამავე კატეგორიაში