სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველა რელიგიური გაერთიანებების მიმართ-მუსლიმთა სამმართველოს გამოხმაურება

20 მარტი 2019, 00:00 2812 ნახვა

სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი თანაბარი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, - ასე გამოეხმაურა  სრულიად საქართველოს   მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე “სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში” დაგეგმილ ცვლილებებს. ადამ შანთაძე ამბობს, რომ ერთი კონკრეტული რელიგია პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს და კანონი ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს.

უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონის განხილვა  იმის გამო გადაიდო, რომ სხვადასხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლებმა ცვლილებები დისკრიმინაციულად მიიჩნიეს. გუშინ, კანონპროექტის განხილვის გადადების შემდეგ სხვადასხვა რელიგიების და კონფესიების წარმომადგენლები ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ და მათი მოთხოვნები გააცნეს. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედა ერთ კვირაში გაიმართება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში