დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ძმის ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

20 მარტი 2019, 00:00 2206 ნახვა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 30 წლის მამაკაცმა ძმის ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში