ნათია ზოიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

20 მარტი 2019, 00:00 6128 ნახვა

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გუნდს ჟურნალისტი ნათია ზოიძე შემოუერთდა. 2019 წლის აპრილიდან ნათია ზოიძე მაუწყებლის დირექტორის  პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებს. მისი მომავალი საქმიანობის სფერო  მაუწყებლის  სარედაქციო პოლიტიკა  იქნება.

აღსანიშნავია, რომ  2005-2008 წლებში ნათია ახალი ამბების რედაქციას ხელმძღვანელობდა აჭარის ტელევიზიაში.  2004-2008 მუშაობდა ახალი ამბების რეპორტიორად ტელეკომპანია „მზეში“,  სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ და რადიო „იმედში“,  2008-2009 წლებში იყო პოლიტიკური თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი, „ტელეარხ 25-ზე“, 2009-2012 წლებში კი იყო გამომძიებელი ჟურნალისტი „გაზეთ ბათუმელებში“  და იმავდროულად წერდა პოლიტიკის  საკითხებზე „ნეტგაზეთში“.

2012-2014 წლებში ნათია ზოიძე იყო ტელეკომპანია „იმედის“  ახალი ამბების  მთავარი გამოშვების პროდიუსერი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“  ანალიტიკოსის პოზიცია ეჭირა.

ამავე კატეგორიაში