მომდევნო 3 დღის განმავლობაში აჭარში იწვიმებს

21 მარტი 2019, 00:00 1753 ნახვა

უახლოეს დღეებში- საქართველოში ამინდს განსაზღვრავს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც პერიოდულად წვიმიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი, ასევე დროდადრო იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აჭარის მაღალმთიან ზონაში უქმე დღეებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, სანაპირო კურორტებზე კი დროგამოშვებით იწვიმებს.  ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ +8, +10 გრადუსი იქნება.

• ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება ნავარაუდები.   წვიმა, იქროლებს  დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით  +8; დღისით  +12  გრადუსი.

• ქობულეთში როგორც ბათუმში მოსალოდნელია  არამდგრადი და ცივი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა:ღამით +7;  დღისით +11;

• შუახევიში დროგამოშვებით მოიღრუბლება.  იწვიმებს. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით  +1,   დღისით +7;

• ხულოში  პერიოდულად ღრუბლიანობის მოიმატებს.  წვიმა. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, დღისით  +4;

• ქედაში იწვიმებს, მოსალოდნელია დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5,  დღისით +8;

• გომარდულში ცვალებადი მოღრუბლულობა მოსალოდნელი,  თოვლი, ქარბუქი. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით -5,  დღისით -1;

• გოდერძის უღელტეხილზე  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს.   მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, ქარბუქი.  დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:  ღამით   -7,   დღისით   -3;

ფოტო: ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში