შსს: ბათუმში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

21 მარტი 2019, 00:00 11751 ნახვა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში სამი დაშავებული გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ორი დაშავებული, კი სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებებით ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ერთმანეთს ჯერ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად  სულ ოთხი ადამიანი დაშავდა.  

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში