გახშირებული ავარიები და სახიფათო გზაჯვარედინი ბათუმში

22 მარტი 2019, 00:00 2152 ნახვა

ერთ კვირაში 3 ავარია და 5 მიმართვა მერიას შუქნიშნის დადგმის მოთხოვნით - ​ჩაიკოვსკისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში გახშირებული უბედური შემთხვევების გამო მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგებას ითხოვს.

ბოლო ავარია აქ გუშინ მოხდა, შედეგად კი 4 ადამიანი დაშავდა. მოსახლეობამ გუშინ პროტესტის ნიშნად ათი წუთით ქუჩაც გადაკეტა.

ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნისა, მათ არავინ გამოხმაურებია.

ბათუმის ''ავტოტრანსპორტში'' აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში  შუქნიშნის დადგმა არ იგეგმება. მერიაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში ''მწოლიარე პოლიციელს'' დაამონტაჟებენ, თუმცა ზუსტი ვადები ამ ეტაპზე უცნობია, უწყებამ დღეს კიდევ ერთხელ  გამოაცხადა ტენდერი,  რადგან აქამდე არცერთ კომპანიას სამუშაოების შესრულების სურვილი არ გამოუთქვამს.

(ფოტო: არქივი)

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში