აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ''კუბ თაუერთან'' ხელშეკრულება შეწყვიტა

22 მარტი 2019, 00:00 1940 ნახვა

დღევანდელ სხდომაზე, ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია დაინტერესდა „კუბთაუერის“ მშენებლობის შეჩერების ირგვლივ არსებული ვითარებით - შეფერხების მიზეზებზე პასუხებს ოპოზიცია ბათუმის ვიცე-მერისგან, სოფო ხალვაშისგან ითხოვს.

ტერიტორიის მფლობელი შპს ADOG GEORGIA-ა, კომპანია აზერბაიჯანის მოქალაქეს ეკუთვნის, დირექტორი კი სოფო ხალვაშის მეუღლე მიხეილ ძოძუაშვილია. ვიცე-მერი ბიზნესთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს აქვთ კითხვები კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაიბარონ საკრებულოში.  

ძოძუაშვილმა კი სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ პროცესს ხელოვნურად აფერხებენ. ეს არის ობიექტი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 1 ლარად გაასხვისეს 2010 წელს.

შეთანხმების მიხედით სასტუმრო 2018 წლის თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, პირობების დარღვევის მოტივით კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა. მთავრობა მიწას ვერ იბრუნებს - დავა სასამართლოში გრძელდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში