გარდაცვლილი 29 წლის გოგონას ოჯახის წევრების აქცია

23 მარტი 2019, 00:00 33566 ნახვა

მდუმარე აქცია რეფერალური საავადმყოფოს ეზოში. გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახის წევრები, მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. მათი თქმით მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობასა და არაკვალიფიციურობას შეეწირა.  დაღუპული სამი დღის წინ „მედცენტრში“ მუცლის ღრუს მწვავე ტკივილებით მიიყვანეს, სადაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახის მტკიცებით ქირურგიული ჩარევა უკვე დაგვიანებული იყო.

ვინაიდან, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე  მელანო ფუტკარაძეს არაკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. შეკრებილებმა ექიმის ლიცენზიის შეჩერება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციები დაანონსეს. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს რეფერალური საავადმყოფოს ეზოდან გამოასვენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში