ბათუმი ''გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა''- ს მასპინძლობს

23 მარტი 2019, 00:00 1043 ნახვა

ბათუმი "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა''- ს მასპინძლობს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეა დღეს სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მისალმებით გაიხსნა, დელეგატები  3 დღის განმავლობაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სესიებს დაესწრებიან, ასევე     აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

პროექტი ასევე საგრანტო - სარეზულაციო პროექტების კონკურსს მოიცავს.  გამარჯვებული პროექტები 1000 ლარით დაფინანსდება. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები „ ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში