აქციის მონაწილეები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას თამარის გზატკეცილზე გეგმავენ

23 მარტი 2019, 00:00 5804 ნახვა

29 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახის ახლობლები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ. ისინი ამ დრომდე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ნინო ნიჟარაძეს ელოდებოდნენ, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები  იმ ექიმების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ.გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ფაქტი დროულად გახსნან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერს შემთხვევის ადგილიდან შემოგთავაზებთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში