„თუ გამოიკვეთა ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას“- რეფერალური საავადმყოფო

24 მარტი 2019, 00:00 5884 ნახვა

რეფერალურ საავადმყოფოში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ „ფეუსბუკ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

„მიმდინარეობს პაციენტისთვის ორივე ჰოსპიტალში  გაწეული სამედიცინო მომსახურების დეტალური შესწავლა, რაც გამოავლენს, როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტზე გაწეულ სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და საჭიროებებს და თვალნათლივ დაგვანახებს გარდაცვალების რეალურ მიზეზს ჩვენი კლინიკის სამედიცინო პროფესიონალების გუნდს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უმძიმეს რეჟიმში უწევს მუშაობა და სხვა პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და თუ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში გამოიკვეთა ჩვენი ჰოსპიტლის ექიმების გადაცდომა, აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

მზადყოფნას გამოვთქვამთ, ოჯახის წევრებს გადავცეთ ყველა ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაშია ნაწარმოები და მათი ნდობით აღჭურვილ სამედიცინო პროფესიონალთან ერთად, გავაანალიზოთ ყველა ის ინტერვენცია, რაც პაციენტს ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა გაუწია.“

ამავე კატეგორიაში