სოცმუშაკების დაანონსებული გაფიცვა

24 მარტი 2019, 00:00 2667 ნახვა

ხვალინდელ გაფიცვას ბათუმის სოციალური სამსახურის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. აქცია ვარდების სკვერში 10 საათზე დაიწყება. სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯერ არ იციან, რამდენი სოციალური მუშაკი შეუერთდება ხვალ დაგეგმილ აქციას.

ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ  სოციალურ მუშაკებზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან  ისინი არ შეუერთდნენ დაანონსებულ პროტესტს.

ამავე კატეგორიაში