ბათუმში 17 გრადუსამდე დათბება

25 მარტი 2019, 00:00 2450 ნახვა

 აჭარაში მომდევნო სამი დღის განმავლობაში  მზიანი ამინდი იქნება, სანაპირო ზოლში ტემპერატურა +15, +17, მაღალმთიან ზონაში +8, +10 გრადუსამდე დათბება.

უახლოეს დღეებში  საქართველოში თბილი და მშრალი ჰაერის მასების გავრცელების შედეგად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით  ჰაერი გათბება და ტემპერატურა, როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთის ბარში +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

კვირის ბოლოს კი კვლავ ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში