საია სოც.მუშაკებზე შესაძლო მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართავს

25 მარტი 2019, 00:00 2360 ნახვა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", სოციალური მუშაკებზე შესაძლო მუქარის ფაქტების შესასწავლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა განუცხადა. ანა მდინარაძის თქმით, ამ ეტაპზე ორგანიზაცია ფაქტს იკვლევს.

"საია ერთვება მუქარის ფაქტებს საკითხის მოკვლევაში, საწყის ეტაპზე გვაქვს კომუნიკაცია იმ სოციალურ მუშაკთან, რომელმაც განაცხადა, რომ დაემუქრნენ. შესაბამისად, ვგეგმავთ, მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც'', - ამბობს ანა მდინარაძე.

მუქარასა და ზეწოლაზე ქობულეთში მომუშავე სოციალურმა მუშაკმა თამარ ყურაშვილმა დღეს აქციაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ პირადად მასზე სამსახურის უფროსმა ზეწოლა განახორციელა და, გაფიცვის შემთხვევაში, სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა. ზეწოლის შესახებ ისაუბრა ნინო ცეცხლაძემაც.

ის ამბობს, რომ კოლეგები, მუქარის გამო, გაფიცვაზე ვერ მოვიდნენ, ამის შესახებ კი ტელეფონით საუბრისას იმ სოციალურმა მუშაკებმა უთხრეს, რომლებზეც, ცეცლხლაძის ინფორმაციით, ზეწოლა განხორციელდა. 

ამავე კატეგორიაში