მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ-მაჭახლის ხეობაში პრემიერის სახელზე მიმართვას ამზადებენ

27 მარტი 2019, 00:00 2132 ნახვა

მაჭახლის ხეობაში  პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა მომზადდა და  ხელმოწერების კვირეული დაიწყო. ადგილობრივები მამუკა ბახტაძეს ხეობაში ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაზე გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვენ. ხელმომწერებს შორის ძირითადად მაჭახლის ხეობის მკვიდრები არიან, თუმცა ნებისმიერ მსურველს შუძლია შეუერთდეს მათ მოთხოვნას.

სამ აპრილს ხელმოწერებს ბათუმში  შეაგროვებენ. ქალაქის ცენტრალურ პარკთან გაიმართება ერთ საათიანი სიმბოლური აქცია. საზოგადოებრივი მოძრაობის „სიტყვის კაცების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი როინ მალაყმაძე ამბობს, რომ „სილქროუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიის „მაჭახელა ჰესი“-ს გარდა ხეობაში სხვადასხვა წყალზე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას სხვა კომპანიებიც გეგმავენ. მათ უკვე გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსგან, მაგრამ ამბობენ, რომ ამ დრომდე დოკუმენტი არ მიუღიათ. 

ამავე კატეგორიაში