KLDIASHVILI.GE - ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა საპრემიერო სპექტაკლის ჩვენებით გაიხსნება

27 მარტი 2019, 00:00 2134 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი 4 წლიანი პაუზის  შემდეგ პირველ მაყურებელს  დღეს მიიღებს.  თეატრი საზეიმო ვითარებაში, ორი საპრემიერო სპექტაკლის ჩვენებით გაიხსნება. ტრაგედიისა და კომედიის, „კლდიაშვილი.ჯი“-ს და „ხანუმა“-ს  ნახვამდე, სტუმრები თეატრის ისტორიასთან დაკავშირებულ გამოფენას დაათვალიერებენ.

თეატრში სარემონტო სამუშაოების  შემდეგ  შეიცვალა გათბობისა და სავენტილაციო სისტემები, განათებისა და გახმოვანების აპარატურა, გარემონტდა 46-ვე საგრიმიორო მაგიდა, მოეწყო სარეპეტიციო  სივრცე და სამხატვრო  კუთხე. იგი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.  

შეგახსენებთ, რომ რეაბილიტირებული თეატრის  შენობა ოფიციალურად  25 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა გახსნა,  მედიის გარეშე.

საზეიმო გახსნაზე დღეს სტუმრებს ელოდებიან, მათ შორის უცხოეთიდან, ასევე ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში