სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ორი პირი ძალადობისთვის დააკავეს

27 მარტი 2019, 00:00 2518 ნახვა

ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხელვაჩაურში 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებული სასამართლოს ეზოში ახლო ნათესავის ოჯახის წევრებს (ე.პ-სა და ა.პ.-ს) დაუპირისპირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

ძალადობაში ბრალდებული ორივე პირის გაღიზიანება ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია. განაჩენის მიხედვით, მათ ნათესავს  ერთი წელი  ე.პ.-ს  ოჯახში ძალადობისთვის მიესაჯა.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ნათესავები, ამჯერად თავად დაუპირისპირდნენ ე.პ. და ა.პ.

55-ი და 30 წლის ბრალდებულებს პოლიცია  ჯგუფურად ძალადობის ჩადენას ედავება. თუ დანაშაული დაუმტკიცდათ, მათ 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

სამართალდამცველებმა 55 წლის პირი თურქეთის საქართველოს საზღვარზე დააკავეს. 30 წლის მოქალაქე კი  მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამავე კატეგორიაში