სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

27 მარტი 2019, 00:00 2627 ნახვა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ორი დღის წინ, 25 მარტს, მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების ყველა ეპიზოდში, მათ შორის მსხვერპლის გაუპატიურებისა და არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ნაწილში დამნაშავედ მიიჩნია.  

საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტების ოჯახის სამივე წევრის ცხედარი სამართალდამცველებმა  2018 წლის 7-8 ივლისს ხადას ხეობაში იპოვეს. 9 ივლისს კი მკვლელობის ბრალდებით მწყემსი დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში