სარფში მოქალაქეებს 1 900 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

27 მარტი 2019, 00:00 1621 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისას 1 900 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს საქონელი ჩამოართვეს. კანონდარღვევისთვის კი თითოეულ მათგანს ათას ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. 

''არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა შეეფარდათ'' - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში