ბოტანიკურ ბაღში 70-მდე სახეობის კამელია გამოფინეს

27 მარტი 2019, 00:00 4700 ნახვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ღია ცის ქვეშ დღეს კამელიები გამოფინეს. ორგანიზატორებმა მთავარ ლოკაციად სიმბოლურად  იაპონური ბაღი შეარჩიეს.  

მწვანე კონცხზე სხვადსხვა ჯიშის კამელია XIX-ე საუკუნის 80-იან წლებში  გააშენეს. აზიური წარმოშობის  ფერადი ყვავილები ბოტანიკურ ბაღში  ცენტრალური და სამხრეთი  ევროპიდან შემოიტანეს.

ბაღის ტერიტორიაზე მათთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, კამელიების კოლექციაში დღეს უკვე 78 ჯიშია თავმოყრილი, მათ შორის ბაღში მიღებული 30- მდე ჰიბრიდული ფორმა.

ბაღში მისულ დამთვალიერებელს დღეს 70-მდე სახეობის იაპონური კამელიის ნახვის საშუალება ჰქონდა. 

ბოტანიკურ ბაღში კამელიების სელექციაზე სპეციალისტები, წლების მანძილზე მუშაობდნენ.  

ყვავილების გამოფენაზე იაპონური ცეკვაც შესრულდა. 

ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში