ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა პრემიერით გაიხსნა

27 მარტი 2019, 00:00 1387 ნახვა

„KLDIASHVILI.GE“-ს საპრემიერო ჩვენება დასრულდა ცოტა ხნის წინ ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში. ეს პირველი სპექტაკლია, რომელიც თეატრის სცენაზე, რეაბილიტაციის შემდეგ დაიდგა.

მისი ნახვა ამჯერად მხოლოდ მიწვეულმა სტუმრებმა შეძლეს, მათ შორის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, საქართველოს პრეზიდენტი  და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები. ამ სპექტაკლის და „ხანუმას“ ნახვა მსურველებს ხვალიდან შეეძლებათ, ბილეთების გაყიდვა სწორედ ხვალ დაიწყება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში