ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის მშენებლობისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

28 მარტი 2019, 00:00 1281 ნახვა

ე.წ.ოცნების ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს ამხანაგობა “ინჟ არქიტექტი” მოამზადებს. ხელშეკრულება პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შეძენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობასთან  უკვე გააფორმა.

პროექტის შესყიდვაზე უწყება 320 ათას 1 ლარს დახარჯავს. პროექტი ითვალისწინებს მრავალბინიან სახლებს, რეკრეაციული ზონისა და პარკირების ადგილის მოწყობას.  კომპანია ტენდერით გამოვლინდა, რომელშიც  ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  სამი კომპანია მონაწილეობდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში