ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

28 მარტი 2019, 00:00 1032 ნახვა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოთხივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ   გამოაცხადა. გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ   მიმართა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა.

ამავე კატეგორიაში