სოციალური მუშაკების პრობლემებზე კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს

29 მარტი 2019, 00:00 1259 ნახვა

2020 წლიდან ხელფასების 1200 ლარამდე ზრდა. ავტომობილებით უზრუნველყოფა და  ფსიქოლოგების დამატება, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სერვისების მიწოდება.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე  ამ საკითხებზე ნაწილობრივ შეთანხმება მიღწეულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებიტ პრობლემებია რეგიონებში სოციალური მუშაკების რესურსის და მუდვივად არის ვაკანსიები. ამიტომ განათლების სამინისტრომ 12 კვირიანი სწავლების პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც სოციალური მუშაკები გაივლიან.

დღესვე სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაითვლიან თანხებს რაც სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის  იქნება საჭირო. სხდომას სოცმუშაკებთან ერთად ჯანდაცვის,  იუსტიციის სამინისტროს და განათლების სამინისტროს  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში