შსს-ს სტატისტიკა - რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია

29 მარტი 2019, 00:00 1115 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინფორმაციის თანახმად მონაცემები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ითაა გაზრდილი.

სამინისტროს ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 11 671 შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში კი ეს რიცხვი 8 871 იყო. სტატისტიკის თანახმად შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. 

ამავე კატეგორიაში