სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ

29 მარტი 2019, 00:00 1611 ნახვა

სოციალური მუშაკების გაფიცვა  მეხუთე დღეა გრძელდება. გაფიცულები ბათუმშიც გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებათა კომიტეტის  სხდომას და განაცხადეს, რომ მოთხოვნების ნაწილზე კვლავ ვერ თანხმდებიან. გაფიცული მუშაკები მანამდე არ აპირებენ სამსახურში დაბრუნებას სანამ 22-დან 6 ძირითადი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.  

იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პარლამენტი  მხარს დაუჭერს ბიუჯეტში ცვლილებებს და წელსვე მოხდება სოციალური სამსახურის  თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა, ფსიქოლოგის და იურისტის დამატება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ხელფასების მატება და სამუშაო პირობების შექმნა.

ამავე კატეგორიაში