პატრიარქის მიმართვა პრემიერს

30 მარტი 2019, 00:00 1204 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით პრემიერს თხოვა, სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა და მისგან ამის პირობა მიიღო.  ამის შესახებ ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია უნიკალური შენატანია ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება. ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში