დედამიწის საათი

30 მარტი 2019, 00:00 1148 ნახვა

დღეს დედამიწის საათი 2019 აღინიშნება! ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის აღსანიშნავად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  ველომსვლელობა და 6 კმ-ის დისტანციაზე გარბენი გაიმართა, რომელშიც მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და არასამთავრობო, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები დაურიგდათ, ხოლო გამარჯვებულები პარტნიორი ორგანიზაციების ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. დედამიწის საათი პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველი მარტის თვის ბოლო შაბათს ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

ამავე კატეგორიაში