შეუშვეს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე ლექციის ჩასატარებლად ბსუ-ში?

30 მარტი 2019, 00:00 1976 ნახვა

„გირჩი“-ს ლიდერის განცხადებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფოიეში შესვლა ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლო. როგორც „მთავარს“ ზურაბ ჯაფარიძემ უთხრა , ლექცია უნდა ჩაეტარებინა  , რომელიც   წინასწარი იყო დაანონსებული და შესაბამისად უნივერსიტეტი ინფორმირებული იყო აუდიტორიის გამოყოფის საკითხზე. 

„გირჩი“- ს ლიდერის ინფორმაციით შეფერხების მიზეზად  განუმარტეს , რომ  პოლიტიკოსებს უნივერსიტეტში არ უშვებენ . შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  ფაქტს უარყოფს  და აცხადებ , რომ  ლექციის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყო , თუმცა  აუდიტორიები თავისუფალი იყო და  იქ შესვლა ზურაბ ჯაფარიძისთვის არავის შეუზღუდავს.

ამავე კატეგორიაში