ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვა აჭარაში

30 მარტი 2019, 00:00 1183 ნახვა

ბავშვთა ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ახალი მექანიზმი პირველად აჭარაში  ინერგება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლები 6 წლამდე  ასაკის ყველა ბავშვს აღწერენ, მონაცემებს კი ელექტრონულად შეინახავენ.

საჭირო პლანშეტები მათ უკვე გადაეცათ. პროგრამა კვებისა და  ბავშვის საცხოვრებელი პირობების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. ახალი მექანიზმი  გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით  ინერგება , ფონდის წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა , თორნიკე რიჟვაძემ მათ ოცნების ქალაქში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე  მათი სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის მაქსიმალური დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.

ამავე კატეგორიაში