„ოცნების ქალაქის“  მცხოვრებთა  ნაწილი  მარინა ბერიძის წინააღმდეგ

31 მარტი 2019, 00:00 10642 ნახვა

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა, მათ პროტესტი  ბინების  მისაღებად   საჭირო   რეგისტრაციაზე აქვთ. ისინი არასამთავრობო ორგანიზაცია „ოცნების ქალაქის“ ხელმძღვანელს მონაცემების არასწორად შევსებაში ადანაშაულებენ, როგორც ყვებიან, მარინა ბერიძე რეგისტრაციის პროცესს მუყაოს ქალაქის მცხოვრებლების უფლებადამცველის სახელით  ესწრება , თუმცა  რეგისტრაციაში ატარებს საკუთარ  ნათესავებს,  რომლებიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ თუმცა ალტერნატიული ქონება ან  სახელმწიფოსგან ჩარიცხული  თანხა  უფიქსირდებათ.

სხვა მოქალაქეების მონაცემებს კი არასწორად წერს.  ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს თავად მარინა ბერიძე და ამბობს , რომ  მონაცემებს  საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ელექტრონულ ბაზაში ხედავს და  მას რაიმეს ჩასწორების  ან თვითნებური გადაწყვეტილების მიღების  შესაძლებლობა არ აქვს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში