ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დაიწყო

01 აპრილი 2019, 00:00 2020 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. მოკვლევის პერიოდში დაიწყო შემსწრე  და პასუხისმგებელ პირთა გამოკითხვა. უწყების ცნობით, ობიექტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამინისტროს მხრიდან არ იყო შემოწმებული. 

გუშინ რვასაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი, მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1979 წელს დაბადებული მოქალაქე. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა.

26 წლის მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან, რამდენიმე წუთში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს შესრულებისას  უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში