ხანძარი სასტუმრო „არმაზში“-დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

01 აპრილი 2019, 00:00 1857 ნახვა

სასტუმრო ’არმაზში’ მომხდარი ხანძრის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება  დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. 1 მარტის განაჩენის თანახმად, პირველმა ინსტანციამ ზაზა ართმელაძე სასჯელის შეფარდების გარეშე  ცნო დამნაშავედ.  ადვოკატი აცხადებს, რომ  მოსამართლე ლევან გელოვანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რადგან ზაზა ართმელაძე არ იყო სასტუმროს   მფლობელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო პირველი მარტის გადაწყვეტილებას  გაასაჩივრებს დაზარალებული მხარეც. გამოძიება ზაზა ართმელაძეს, რომელმაც ორი წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,  სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში სდებდა  ბრალს. ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" ხანძარი 2015 წელის 10 მაისს გაჩნდა, ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა განაჩენის წარმოებაში მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა დაიწყოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში