პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები მეოთხედ გავრცელდა

03 აპრილი 2019, 00:00 2460 ნახვა

სოციალური ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები მეოთხედ გავრცელდა. შესაბამისი ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელმა გოჩა გორგაძემ მიიღო, რომელმაც ფაქტი პოლიციას შეატყობინა. ის სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალური ქსელებში რამდენიმე თვეა პერიოდულად ვრცელდება.

მისი უკანონოდ შენახვის და გავრცელების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი, თუმცა პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებმაც ვიდეო პირველად ატვირთეს სოციალურ ქსელში, ჯერ გამოვლენილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში