მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები დღეს პოლიციაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული

03 აპრილი 2019, 00:00 1331 ნახვა

დღეს მოძრაობა „სიტყვის კაცების“ წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პოლიციასთან შეიკრიბებიან. სადაც სოფლის რამდენიმე მცხოვრები გამოკითხვაზეა დაბარებული.

მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივები სამართალდამცველებმა იმის გამო დაუბარეს რომ ისინი სოფელში ჰესების საწინააღმდეგოდ გამოდიან.

მოსახლეობა ამბობს, რომ მაჭახლის ხეობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანიებთან ერთდროულად გააფორმა რამდენიმე მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ხეობაში ჰესების მშენებლობას. რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში