ბათუმის ციხეში პატიმრებმა თვითდაზიანება მიიყენეს

03 აპრილი 2019, 00:00 4715 ნახვა

სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მათ მავთულები ხელში გაიყარეს და   ერთმანეთს ასე გადაებნენ - ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.  თეონა ნიკოლაიშვილის თქმით, პატიმრები ამ ფორმით უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ ქცევას აპროტესტებენ.

ნიკოლაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების შემდეგ პატირმების წანააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება  და მათ  ხშირ შემთხვევაში სასჯელები უმძიმდებათ.  ადვოკატის ინფორმაციით,  ციხის ადმინიტრაციას ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია, შემთხვევა  ოთხი დღის წინ მოხდა. პატიმრები ასევე ითხოვენ ვენტიალაციას, შესაბამის სამედიცინო მოსმახურებს, წამლებს.  მათ ამის შესახებ მედია საშულელებს, მესამე სექტორის წევრებს წერილი გაუგზავნეს. 

ვითარების შესასწავლად,  მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ სახალხო დამცველის წამრომადგენელი, გიორგი ჩარკვიანი და უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცბის კომიტეტის თავდმჯომარე, ცოტნე ანანიძე. 

აჭარის მაუწყებელი სასჯელაღსურულების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამავე კატეგორიაში