პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა - ევროსაბჭოს ანგარიში

03 აპრილი 2019, 00:00 1180 ნახვა

ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. 100 000 მოსახელზე 252,2  პატიმარია, პირველ ადგილზეა რუსეთი  418  პატიმრით. მესამეზე აზერბაიჯანი 235 პატიმრით.  პირველ ხუთეულშია ლიეტუვა და მოლდოვაც. 

პატიმრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნორვეგიაშია, სადც 100 000 მოსახლეზე 65,4 პატიმარი მოდის. 

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2018 წლის მონაცემებით 9 407 პატიმარია, მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2016 და 2018 წლებში ევროპაში პატიმრების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა. ანგარიშის თანახმად, ევროპაში პატიმრების რაოდენობის შემცირების ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო.

ამავე კატეგორიაში