ავტობანზე ავტობუსს ცეცხლი მოეკიდა

03 აპრილი 2019, 00:00 9726 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ(20:30) ავტობანზე, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე,  სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც დაშავებულები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში