მახინჯაურში სახლების დაბზარვას „მზიურის“ ტერიტორიაზე მშენებლობას უკავშირებენ

03 აპრილი 2019, 00:00 1788 ნახვა

მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო, საძირკვლის მზადებისას კი სავარაუდოდ სამუშაოების გამო ყოფილი „მზიურის“ ირგვლივ არსებული ტერიტორია დასკდა - დახეთქილია ახლახან მოწყობილი ეზო და სახლის კედლები - ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ.

20-მდე ოჯახმა დახმარებისთვის ადგილობრივ მთავრობას მიმართა.

გეოლოგებმა კი განაცხადეს, რომ საფრთხე არსებობს, თუმცა არ აქვთ ტექნიკური ბაზა და სიღრმისეულ კვლევას ვერ ჩაატარებენ. თავის მხრივ გეოლოგებს მიმართავს შპს „MRM Georgia.“ სწორედ ის აშენებს მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს სამ 11-სართულიან სასტუმრო - კომპლექსს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში