სარფში მოქალაქე 1 139 ცალი მაჯის საათის მალულად გადატანას ცდილობდა - საგამოძიებო სამსახური

05 აპრილი 2019, 00:00 2771 ნახვა

სამართალდამცველებმა, ''სარფის'' საბაჟოზე, ავტომანქანაში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი იპოვეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით ცდილობდა, თურქეთში 17 199 ლარის ღირებულების პროდუქცია გადაეტანა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში