ბათუმში ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღებისთვის დაკავებულს 8 წელი მიუსაჯეს 

05 აპრილი 2019, 00:00 6233 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომლიც სავალუტო ჯიხურის გაძარცვას ცდილობდა. შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ობიექტიდან 10 693 ლარის წაღებას აპირებდა, რა დროსაც იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

''სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, ძარცვისთვის ნასამართლევმა გ.მ.-მ, ქ.ბათუმში, უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს "თაიმს“-ში და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით შეეცადა დაუფლებოდა 10693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტას'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე კატეგორიაში