მოსამართლე განაჩენს ორშაბათს გამოცხადებს

05 აპრილი 2019, 00:00 1323 ნახვა

ქურდულ სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილე ოთხი ბრალდებული პირის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლო განაჩენს ორშაბათს გამოაცხადებს. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის განმარტებით, მას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ  დრო სჭირდება.  დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები თქვა.

საბოლოო სიტყვით ისარგებლა მხოლოდ ერთ-ერთმა ბრალდებულმა იმედა აბაშიძემ. მან მოსამართლეს უთხრა რომ ის უდანაშაულოა, სთხოვა გაეთვალისწინებინა მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა.  

დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე იქნება ობიექტური და მიიღებს გამამართლებელ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი  იმ მტკიცებულებაზე მიუთითებს რომელიც საქმეშია და რომლითაც  დგინდება ბრალდებულების დანაშაული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში