ხელისუფლება ბარსელონაში ქართველების დაკავებას ზალკალიანის ვიზიტს არ უკავშირებს

05 აპრილი 2019, 00:00 1422 ნახვა

ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველების გადაწყვეტილებას ელოდებიან - გუშინ ბარსელონაში 66 მოქალაქე დააკავეს, ნაწილი ქურდობისთვის, ნაწილი კი საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.

რამდენიმე მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  დავით ზალკალიანის ესპანეთში ვიზიტის შემდეგ დაიწყო მასობრივი სპეცოპერაცია. კრიტიკას არ იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძის თქმით ასეთი ტიპის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება საფუძველს მოკლებულია. ცნობისთვის ოჯახები  მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ, ამის შესახებ აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციაშიც, მთავრობა კი ირწმუნება რომ მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა, არსებობს სტატისტიკაც თუმცა იციან რომ ეს არაა საკმარისი.

დღეს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაიმართა. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, დაკავებულებს ექნებათ შესაძლებლობა დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე. მისი თქმით მოქალაქეები დაკავებამდეც იყვნენ ინფორმირებული, მეტ დეტალს კი გამოძიება გაარკვევს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში