მრჩეველთა საბჭო სამშენებლო კომპანია ''დექსტერ დეველოპმენტის'' საქმეზე ბათუმის მერს მიმართავს

05 აპრილი 2019, 00:00 2329 ნახვა

მერიის მრჩეველთა საბჭო  სამშენებლო კომპანია ,,დექსტერ დეველოპმენტის“  საქმეზე ბათუმის მერს მიმართავს - საბჭო ითხოვს ლაშა კომახიძემ წერილობითი პასუხი გასცეს სათათბირო ორგანოს: რატომ გაჭიანურდა ნებართვის გაცემა  ბულვარის მიმდებარედ 18-სართულიანი ობიექტის მშენებლობაზე  და რატომ არ ხდება ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება მხარეებს შორის? მიაჩნიათ, რომ იკვეთება კერძო ინტერესები ხელისუფლების მხრიდან რამაც, მათი თქმით ინვესტორი დააზარალა.

მიმართვის ტექსტს მხარი საბჭოზე მყოფმა რამდენიმე  წევრმა არ დაუჭირა, მათ შორის ნათია აფხაზავამ, რომელსაც მიაჩნია, რომ მერიისადმი მიმართვას წინ მხარეების პოზიციების საფუძვლიანი განხილვა უნდა უძღოდეს.
 

ბიზნესმენი ლევან კანთელაძე,  ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ირწმუნება,  რომ ბულვარის მიმდებარედ 18 -სართულიანი ობიექტის ასაშენებლად  შეთანხმება ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიიღო, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულებას  ვერ ახერხებს. ბიზნესმენი დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, თუმცა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი არ გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ 26 მარტს ამავე საკითხზე ჩატარებული სხდომა „ცუდად,“ მისი ინტერესების შეუსაბამოდ გაშუქდა. შეგახსენებთ, ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში მას აქვს საშუალება გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმი, ან მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში