ე.წ ტუნგოს ქარხნის დასახლების მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

06 აპრილი 2019, 00:00 1267 ნახვა

სოფელ  ოჩხამურში ე.წ ტუნგოს ქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები, ინფრასტრუქტურული და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას  წლებია ითხოვენ. მოსახლეობის თქმით წინასაარჩევნოდ დაპირებები რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ოჩხამურის მცხოვრებლები ყვებიან, წვიმიან ამინდში ტალახი დგება და გუბეები კი წლით ივსება, მზიან ამინდში კი გაუსაძლისი სუნია.

პრობლემას იცნობენ ქობულეთის მერიაში, როგორც ამბობენ საკითხის მოგვარებას ბიუჯეტის უახლოეს ცვლილებისას განიხილავენ. რაც შეეხება გზის ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ღია მიმართვა საგზაო დეპარტამენტში გაგზავნილია და მერიის ინფორმაციით საგზაო დეპარტამენტს გზის ოჩხამურის პრობლემა პრიორიტეტების ნუსხაში გაწერილი აქვთ.

ამავე კატეგორიაში