ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ოფიციალურად გაიხსნა

06 აპრილი 2019, 00:00 1456 ნახვა

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, ცოტა ხნის წინ გაიხსნა. საქართველოს ღირსებას 13 ძალოსანი დაიცავს, მათგან 3 ქალი. ტურნირის გახსნამდე კი დღეს დილით ქართველებიდან პირველი ფიცარნაგზე  49კილოგრამ წონით კატეგორიაში  ხათუნა ჯიმშელეიშვილი გამოვიდა.

ერთი კვირის განმავლობაში   ტურნირზე  42 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი გამოვა.საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნითი  დღე იქნება.

ამავე კატეგორიაში