გზის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი

06 აპრილი 2019, 00:00 1089 ნახვა

სამტრედიაში გზის მშენებელი კომპანია “ლატექსის“  მუშები გაიფიცნენ. ისინი კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ასევე მათი თქმით უხარისხოდ იგება გზაც. შპს „ლატექსი“-ს დირექტორი, მუშების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

მანანა ტაბიძის განცხადებით ყველა თანამშრომელს ეძლევა ხელფასი, რომელზეც წინასწარ  იყვნენ შეთანხმებული. ისინი კი არ არიან ინფორმირებულნი, რომ გამომუშავებული ხელფასიდან  საშემოსავლო და საპენსიო დანაზოგი ექვითებათ. ინფორმაციას, რომ გზები უხარისხოდ იგება, კომპანიაში ასევე უსაფუძვლოს უწოდებენ.

ამავე კატეგორიაში