შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახალი მოდელი

08 აპრილი 2019, 00:00 1555 ნახვა

ახალი სისტემით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გასაცემად, სპეციალისტები აჭარის კლინიკებში შევიდნენ. იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სრულად ადაპტირდნენ გარემოსთან, იყვნენ აქტიურები, ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დამოუკიდებლები - საქართველოში სტატუსის მინიჭების ახალი მოდელი ინერგება, რომლის პილოტი აჭარიდან დაიწყო.

ქვეყანა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციას უკვე შეუერთდა, სპეციალისტების თქმით, ამიტომ დადგა აუცილებლობა  ამ პირების შესაძლებლობები და ფუნქციები სწორად შეფასდეს. უფრო კონკრეტულად, ახალი სისტემა განსაზღვრავს ადამიანის საჭიროებებსა და უნარს,  სწორედ ამის შემდეგ მიეწოდებათ  მათ  შესაბამისი სერვისი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში