ვცდილობთ დავიხსნათ ლიბიაში მყოფი მეზღვაურები - დავით ზალკანიანი

09 აპრილი 2019, 00:00 1418 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

დავით ზალკალიანის თქმით, მეზღვაურების ოჯახის წევრებთან გუშინ შეხვედრაც შედგა. 

''გუშინ გვქონდა შეხვედრა მათი ოჯახის წევრებთან. იცით, იქ საომარი მოქმედება არის. ძალიან რთულია საომარი მოქმედების დროს, მოახდინო სწრაფი და დროული რეაგირება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივ კონტაქტში ვართ. იქ დროებითი ხელისუფლებაა, დროებითი მმართველი და არის ასევე ოპოზიციური ძალა, რომელიც თავდასხმას ახორციელებს ლიბიის დედაქალაქზე. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ. ყველა ჩვენ ხელთ არსებული რესურსი გვაქვს გამოყენებული. წარმომადგენლობა არ გვაქვს, მაგრამ სხვა ქვეყნებს ვიყენებთ, ვისაც იქ რამე სახის წარმომადგენლობა აქვს. მათი საშუალებით ვცდილობთ, დავიხსნათ ეს ადამიანები“, – განაცხადა პირველ არხთან დავით ზალკალიანმა.

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების, რაულ ტაკიძისა და მანუჩარ კეკელიძის ოჯახები საქართველოს საგარეო უწყებას დახმარებას სთხოვენ.

5 აპრილს მეზღვაურები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას დაუკავშირდნენ. ისინი საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.  ამბობენ, რომ  უკვე სამი თვეა  სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდებიან.

 ყვებიან, რომ ლიბიაში იანვარში დაღუპული ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ეკიპაჟის წევრები არიან და ახლა ქალაქ მისურატაში იმყოფებიან.
 

 

ამავე კატეგორიაში